თანამედროვე ლაბორატორიით, იტალიური ცისტერნებითა და საწარმოო დანადგარებით აღჭურვილი მეღვინეობა განთავსებულია 1 000 მ2 შენობა-ნაგებობაში:
ტერიტორიაზე განლაგებულია: 
• საკასრე სივრცეში ინახება 150 ცალი მუხის კასრი რომლებშიც ძველდება მაღალი ხარისხის ღვინო, ჭაჭა და ბრენდი
• 120 ტ საქვევრე მარანი, რომელშიც განთავსებულია უძველესი ქართული ტრადიციებით შექმნილი სხვადასხვა ზომის ქვევრი.
• 500 მ2-ზე არსებული სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია სრული კომპლექტაციით.
მეღვინეობა გრემი წარმოებაში იყენებს შემდეგი ყურძნის ჯიშებს: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, საფერავი და სხვა.
კომპანია აწარმოებს ღვინოს როგორც კლასიკური ისე ქართული ტრადიციული მეთოდით. გარდა ამისა ჭაჭას და სამი სახეობის ბრენდის.