წინანდალი მზადდება ქართული ვაზის ჯიშების, რქაწითელის და მწვანეს ყურძნისაგან. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. პირველივე დაგემოვნებისას იკვეთება ღვინის მკაფიო ჰარმონიულობა, გაჯერებული მწიფე ხილის მსუბუქი, ხავერდოვანი ტონებით და დაბალანსებული სიმჟავით. მიირთმევა მსუბუქ სალათებთან და თევზთან ერთად. დაგემოვნების ტემპერატურა 10°– 12°C.