ჩვენ შესახებ

მეღვინეობა გრემი ყვარელში, სოფელ გრემში 2011 წელს დაფუძნდა. მეღვინეობისთვის ადგილმდებარეობა, ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული ქინძმარაულის მიკროზონის თავისებურებების გათვალისწინებით საგანგებოდ შეირჩა.

მეღვინეობა გრემი ქინძმარაულის მიკროზონაში 40 000 მ 2 -ზეა გაშენებული. კომპანიის მფლობელობაში არსებული 28 ჰექტარი ვენახი საუკეთესო ხარისხის ღვინის ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა. კომპანია აწარმოებს 25-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, რომლებიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.

თანამედროვე ლაბორატორიით, იტალიური ცისტერნებითა და საწარმოო დანადგარებით აღჭურვილი მეღვინეობა, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე ქმნის თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზს. კომპანია სრული დატვირთვის პირობებში 1 100 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს.