სასტუმრო გრემი ჰოლი გაიხსნა 2018 წელს. იგი მდებარეობს კახეთის გულში, ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობასთან – გრემის მონასტერთან. სასტუმრო გარშემორტყმულია მეღვინეობა გრემი -ს ვენახებით და უმზერს კავკასიონის მთების თვალწარმტაც ხედს. ჩვენ გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას მთელი წლის განმავლობაში. თქვენს განკარგულებაში იქნება თანამედროვე დიზაინით შექმნილი ნომრები, საკონფერენციო დარბაზი, გასართობი და დასასვენებელი ადგილები, საცურაო აუზი და ვენახები ტრადიციული ღვინის მარნით. შექმნილი გარემო იძლევა შესაძლებლობას, რომ სტუმრები გაეცნონ ღვინის წარმოების 8000 წლიან ტრადიციას, დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ღვინო და ამასთანავე დაისვენონ მშვიდ და მყუდრო გარემოში.

სექტემბერი 2026
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234