მეღვინეობა გრემი აწარმოებს განსაკუთრებული ხარისხის პრემიუმ ღვინოებს საკუთარი ვენახებიდან, რომელიც მდებარეობს საქართველოს ყველაზე ცნობილ ღვინის რეგიონში კახეთში. მეღვინეობა გრემი დაარსდა 2011 წელს და მისი ორიენტირი არის მაღალ ხარისხიანი ღვინის წარმოება  შერჩეული ჯიშური მიმართულებაა ტრადიციული ქართული ყურძენი – საფერავი, რქაწითელი, ალექსანდროული, მუჯურეთული, მწვანე, უსახელაური და ქისი. კომპანია ასევე აწარმოებს “ჭაჭას”, ძლიერ ყურძნის სასმელს, რომელსაც ხშირად “ყურძნის არაყს” უწოდებენ. 

მაღალ ხარისხიანი მოსავალი, თანამედროვე ღვინის წარმოების მოწყობილობები და კომპანიის ღვინის ფილოსოფია, საშუალებას იძლევა ღვინის წარმოება განახორციელოს ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციების დაცვით.