მეღვინეობა გრემი  ყვარელში, სოფელ გრემში 2011 წელს დაფუძნდა.  მეღვინეობისთვის ადგილმდებარეობა, ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული ქინძმარაულის მიკროზონის თავისებურებების გათვალისწინებით საგანგებოდ შეირჩა.  

მეღვინეობა გრემი ქინძმარაულის მიკროზონაში  15 000 მ2-ზეა გაშენებული. კომპანიის მფლობელობაში არსებული 56 ჰექტარი ვენახი საუკეთესო ხარისხის ღვინის ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა.  კომპანია აწარმოებს 25-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, რომლებიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.

კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • სასაწყობო შენობა ნაგებობა (992 კვ. მ)
  • ღვინის საცავი, ლაბორატორია, სამაცივრე მეურნეობა (500 კვ. მ)
  • ადმინისტრაციული შენობა ნაგებობა
  • სასტუმრო – საკონფერენციო დარბაზით და საოფისე ფართებით
  • წარმოება აღჭურვილია მაღალხარისხოვანი  დანადგარებით, ისეთებით როგორიც არის Ferolli – ის სამაცივრე სისტემა, Gay – ის  საჩამომსხმელო ხაზი (წარმადობა 3000 ბოთლი საათში), Buher – ის მიმღებები, თავისი რეზერვუარებით დამზადებული ემალირებული და უჟანგავი ლითონით, ქვევრები და მუხის კასრები

კომპანიის საწარმოოს სიმძლავრე შეადგენს 2 მილიონ ბოთლს

რეზერვუარების მოცულობა: 3 150 ტონა;

ქვევრების მოცულობა: 165 ტონა;

მუხის კასრების მოცულობა: 10 ტონა;