თეთრი, ნახევრად ტკბილი, რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო. სასმელი ღია ჩალისფერი, მომწვანო შეფერილობისაა და გამოირჩევა მინდვრის ყვავილების ნაზი არომატით და შერბილებული გემოთი. მიირთმევა სხვადასხვა დესერტებთან ერთად. დაგემოვნების ტემპერატურა 12o – 14 o C.