ხიხვი ქვევრი

კახეთში დაკრეფილი ადგილობრივი ჯიშიდან, ხიხვიდან დაყენებული ეს ტრადიციული ქვევრის ღვინო ქარვისფრით გამოირჩევა. თავდაპირველად მკვეთრად გამოხატულ ჯიშურ არომატებს შეიგრძნობთ რასაც ტროპიკული ხილის ჩირები მოყვება. გემოზე დახვეწილია, ელეგანტური, რბილი ტანინებით და გარგარის ჩირის დაბოლოება მოყვება.