მწვანე (ევროპული)

ღვინო მწვანე, კახეთის ერთერთი სურნელოვანი ნაზი და ხავერდოვანი ღვინოა. იგი ხასიათდება ღია მწვანე, ჩალისფერი შეფერილობით. დომინირებს ციტრუსის, მწვანე ვაშლის, ატმის და მინდვრის ყვავილების არომატები. გემოზე მაღალმჟავიანი და ხალისიანი ღვინოა. მიირთვით 10-12 გრადუსზე გაგრილებული. მიაყოლეთ მოხარშულ თევზთან, მსუბუქ სალათებთან და თხის ყველთან.