რქაწითელი ქვევრი

ეს ქარვისფერი, ქვევრში, ტრადიციული წესით დაყენებული კახური ღვინო ამ სტილის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. პირველივე სურნელებში იგრძნობთ კარგად ნაცნობ არომატებს – ქართული სუნელები, გამხმარი ყვავილები, გახუხული პური და მოტკბო ტონები (დაშაქრული თხილის) დაბოლოებით. სუფრასთან მიიტანეთ14-16°–ზე გაგრილებული. მიაყოლეთ  შემწვარ თევზს და შემწვარ ქათამს. მიაყოლეთ შემწვარ ცხიმიან ღორის ხორცს, საქონლის ენას, ხორციან სალათებს.