კომპანიის ვენახები მდებარეობს ქინძმარაულის მიკროზონაში, რომელიც ხელსაყრელია ხარისხიანი მევენახეობისა და მეღვინეობის განსავითარებლად. მოწეული ყურძენი და მიღებული ღვინომასალა განაპირობებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

მეღვინეობა გრემის ვენახები მოიცავს 28 ჰექტარს. ვენახების ძირითადი ნაწილი გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნით.