თუ ხართ ღვინის მოყვარული ან უბრალოდ გაინტერესებთ, როგორ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო, ჩვენ მზად ვართ, მრავალწლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ.

სასტუმრო გრემი ჰოლი გაიხსნა 2018 წელს. იგი მდებარეობს კახეთის გულში, ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობასთან – გრემის მონასტერთან. სასტუმრო გარშემორტყმულია მეღვინეობა გრემი -ს ვენახებით და უმზერს კავკასიონის მთების თვალწარმტაც ხედს.

მეღვინეობა გრემი წარმოებაში იყენებს შემდეგი ყურძნის ჯიშებს: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, საფერავი და სხვა.

კომპანიის მისიაა შექმნას უნიკალური გემოს მქონე უმაღლესი ხარისხის ღვინო, დამზადებული როგორც ქართული ტრადიციული ისე თანამედროვე ევროპული მეთოდით.

კომპანიის ხედვაა შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურეობა. ასევე იყოს გამორჩეული და სანდო კომპანია როგორც მომუშავე თანამშრომლებისათვის, ასევე მომხმარებლებისათვის.