ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ქინძმარაული, ალაზნის მარცხენა სანაპიროზე ყვარლის მიკროზონაში დაკრეფილი საფერავიდანაა დამზადებული. ძალზე სასიამოვნო ელვარე შინდისფერი გარეგნობა აქვს, სადაც სურნელში მკვეთრად იგრძნობა მაყვლისა და მწიფე ალუბლის არომატები. გემოზე გამოირჩევა მისი დახვეწილი სხეულით, სიტკბოსა და სიმჟავის იდეალური ბალანსით.
მიირთვით 12-14 გრადუსზე, მიაყოლეთ ხილს, შოკოლადს ჩირს და ჩურჩხელას.